კრიმინალი

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ. პ. მოპედის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩიდან, მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ მოპარული მოპედი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს" - აცხადებს

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები