ევროსაბჭოს მინისტერიალი

ზალკალიანი: ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდება

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის, თქმით ევროსაბჭოს მინისტერიალი, რომელსაც რუსეთის დელეგაციაც დაესწრება, თბილისის ნაცვლად სტრასბუგრში ჩატარდება. 

ზალკალიანის თქმით, გადაწყვეტილება სტრასბურგის მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე მიიღეს. მინისტრი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროსაბჭოს თავმჯდოამრეობა ანბანური პრინციპით საფრანგეთისგან გადმოიბარა, ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ ჰქონდა სურვილი, მინისტერიალის მასპინძელი ქალაქი თბილისი ყოფილიყო. 

"აქედან გამომდიანრე ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ნოემბრიდან დღემდე იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან, ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ სამდივნოსთან, გენერალურ მდივანთან კონსულტაციცების რეჟიმში განგვეხილა ყველა შესაძლო სცენარი,"- ამბობს ზალკალიანი. 

მინისტერიალის, რომელიც მაისში გაიმართება, ჩატარება თბილისში იგეგმებოდა, თუმცა იმ ფაქტმა, რომ რუსეთის დელეგაციის ეგიდით საქართველოში, შესაძლოა, ის პირები ჩამოვიდნენ, რომლებსაც საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვთ, საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. 

28 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, თქვა, რომ საქართველო "გვერდს აუვლის თავის კანონმდებლობას" და მაისში ევროსაბჭოს ასამბლეაზე რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს.

თუმცა, ოკუპაციის კანონის დამრღვევი პირების ქვეყანაში შემოშვება და მათ მიმართ სამართლებრივი დევნის არდაწყება, ერთი მხრივ, მთავრობის, მეორე მხრივ კი - პროკურატურის დისკრეციაა, მაგრამ ამავდროულად, მთავრობაც და პროკურატურაც ვალდებულია, დაასაბუთოს საჯარო ინტერესის არსებობა.

კომენტარები