კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

0 კომენტარი
ფოტო: partner.sciencenorway.no

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ის საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მიმდინარეობს მონიტორინგი.

"გუშინ გვიან ღამე დადასტურდა კიდევ ერთი ახალი შემთხვევა საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის. გუშინ გვიან ღამით არ გავაკეთეთ ეს განცხადება, რამეთუ დღეს კიდევ ორ სხვა გენზე კორონავირუსული ინფექციის ჩვენ რეაქცია გადავდგით და სწორედ ერთი საათის წინ დამიდასტურეს, რომ გვაქვს დადებითი შემთხვევა", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ინფექციურ საავადყოფოში დაკვირვების ქვეშ არის 29 მოქალაქე, აღებულია 24 სინჯი და არ გამორიცხავს, რომ კიდევ იყოს დადებითი შემთხვევა. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული მოქალაქე საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და სხვა მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია. 

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,700-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 40-ზე მეტ ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია სულ 2500 შემთხვევაზე, საიდანაც 34 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაში. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები