კორონავირუსი

გერმანიაში ბაღის ოთხ მოსწავლეს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა

Coronavirus

გერმანიაში ბაღის ოთხ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა - ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბაღი, რომლის მოსწავლეებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე მდებარეობს.

გამოცემისვე ცნობით, ბაღის სხვა მოსწავლეების უმრავლესობას ტესტირება უკვე ჩაუტარდათ და პასუხების მოლოდინში არიან.

ამ დროისთვის, მსოფლიოს გარშემო, ახალი კოროვანირუსის 89,000-მდე შემთხვევა არის დადასტურებული, აქედან 2,900 ადამიანი გარდაცვლილია, 30,000 ადამიანზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. დაავადებულთა და გარდაცვლილთა უმეტესი ნაწილი ჩინეთზე მოდის.

კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა 52 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, სადაც დაავადების სამი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები