ოჯახში და ქალზე ძალადობა

შსს: ცოლზე ძალადობის ბრალდებით დუშეთში კაცი დავაკავეთ

www.geo.tv

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცოლზე ძალადობის ბრალდებით დუშეთში კაცი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულია 1985 წელს დაბადებული მ.ხ.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ხ.-მ ცოლს - 1992 წელს დაბადებულ ლ.ო.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები