კორონავირუსი

სასტუმრო, რომელიც ჩინეთში საკარანტინო ზონად იყო გამოცხადებული, ჩამოინგრა

news.cgtn.com

ჩინეთში სასტუმრო ჩამოინგრა, რომელშიც კორონავირუსის გამო კარანტინში მყოფი ადამიანები იმყოფებოდნენ. ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ფუძიანის პროვინციაში მოხდა.

ნანგრევებიდან მაშველებმა 23 ადამიანი გამოიყვანეს, ათობით ადამიანის გამოყვანას კი ამ დრომდე ცდილობენ.

დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა. უნცობია სასტუმროს ჩამონგრევის მიზეზიც.

კომენტარები