თრეილერები

Black Widow: ფილმის ახალი თრეილერი გამოვიდა

ტაბულა

სტუდია მარველის ფილმის Black Widow ახალი და ფინალური თრეილერი გამოვიდა. 

სიუჟეტის მიხედვით, Captain America: Civil War-ში განვითარებული მოვლენების შემდეგ ნატაშა რომანოვს წარსულის აჩრდილები შეახსენებენ თავს. ორგანიზაცია, რომელიც "შავ ქვრივებს" - პროფესიონალ მკვლელებს ქმნის ისევ გამოჩნდება. სწორედ ამ ადამიანებს უნდა დაუპირისპირდეს ნატაშა, ამაში კი თავისი ძველი ოჯახი, და - ელენა ბელოვა (ფლორენს პიუ) და მასწავლებელი - მელინა ვოსტოკოფი (რეიჩელ ვაისი), დაეხმარება. ასევე მათ გუნდს შეუერთდება  წითელი გუშაგი დევიდ ჰარბორის შესრულებით. 

ფილმი ეკრანებზე 30 აპრილს გამოვა.

 

კომენტარები