ბილი აილიში

ბილი აილიში: არასდროს გინახავთ ჩემი სხეული, მაგრამ მაინც განმსჯით. რატომ?

ბილი აილიშმა მაიამაში გამართული კონცერტის მიწურულს, 2-წუთიანი ვიდეო გაუშვა, სადაც ის ზედატანს იხდის, შავი ფერის სითხეში წევს და თან ქალების სხეულის ფორმის გამო დაცინვაზე [Body Shaming] საუბრობს.

"ზოგ ადამიანს ძულს ჩემი ჩაცმულობა, ზოგი ადიდებს მას. ზოგი ადამიანი ამას სხვების შესარცხვენად იყენებს, ზოგი კი ჩემივე შესარცხვენად.

გინდათ უფრო პატარა ვიყო? უფრო სუსტი? უფრო რბილი? უფრო მაღალი? გსურთ გავჩუმდე? ჩემი მხრები ხო არ გაღიზიანებთ? ან ჩემი გულმკერდი? იქნებ ჩემი მუცელი? ან თეძოები?", - ამბობს მომღერალი.

18 წლის ბილი აილიშს ამ თემასთან დაკავშირებით ადრეც უსაუბრია. მაშინ მან თქვა, რომ დიდი ზომის ტანსაცმელს იმისთვის იცვამს, რომ თავიდან აიცილოს საკუთარი თავის სექსუალიზება.

"სხეული რომლეთან ერთადაც დავიბადე - ის არ არის, რაც გინდოდათ? თუ კომფორტულად მაცვია, ქალი არ ვარ. როდესაც ვარ ის, რაც ვარ, მაშინ "კახპა" ვარ. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს გინახავთ ჩემი სხეული, მაინც განმსჯით. რატომ?", - ამბობს მომღერალი.

ვიდეოს დასასრულს ბილი აილიში აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც სხვებს სხეულის ფორმებისა და წონის მიხედვით განსჯიან.

"ჩვენ ვწყვეტთ ვინ არიან ისინი, ჩვენ ვწყვეტთ რისი ღირსნი არიან ისინი. თუ მე მაცვია მეტი, თუ მე მაცვია ნაკლები, ვინ წყვეტს ეს ყველაფერი რად მაქცევს? ჩემი ღირებულება შენს აღქმაზეა დამოკიდებული? თუ შენი აზრი ჩემ შესახებ ჩემი პასუხისმგებლობა არ არის?", - ამბობს მომღერალი.

კომენტარები