ტომ ჰენქსი და რიტა უილსონი

ჩეტ ჰენქსი: ჩემს მშობლებს ახლახანს ველაპარაკე და კარგად არიან

Just Jared

ტომ ჰენქსისა და რიტა უილსონის შვილმა - ჩეტ ჰენქსმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ მისი მშობლები კორონავირუსის მიუხედავად თავს ნორმალურად გრძნობენ. 

"აბა, როგორ ხართ? მოკლედ, მართალია, რომ ჩემს მშობლებს კორონავირუსი აქვთ.სიგიჟეა. ორივე ავსტრალიაშია, მამაჩემი იქ ფილმზე მუშაობდა.  მშობლებს ახლახანს ველაპარაკე და ორივე კარგად არიან, სუსტად გამოხატული სიმპტომები აქვთ." თქვა ჰენქსისა და უილსონის შვილმა ინტერვიუში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსახიობებს ახალი კორონავირუსი აქვთ, ტომ ჰენქსმა საკუთარ ინსტაგრამზე გააზიარა.

კომენტარები