კორონავირუსი

კორონავირუსის გამო ინგლისის პრემიერლიგის თამაშები 3 აპრილამდე გადაიდო

EFL

ინგლისის პრემიერლიგის თამაშები 3 აპრილამდე გადაიდო - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ დადასტურდა.

"COVID-19-ის ვირუსის გამო, კლუბების მიერ თავიანთი მოთამაშეებისა და თანამშრომლების იზოლირების მზარდი შემთხვევებიდან გამომდინარე, [თამაშების გადადების] გადაწყვეტილება მივიღეთ.

გადადება შეეხება ყველა თამაშს პირველ და მეორე ლიგაში, ასევე აკადემიისა და ახალგაზრდული გუნდების თამაშებს", - წერია EFL-ის განცხადებაში.

13 მარტის მონაცემებით, პრემიერლიგაში კორონავირუსი ორ ადამიანს აქვს დადასტურებული - არსენალის მწვრთნელს, მიკელ არტეტასა და ჩელსის ფეხბურთელს, კალუმ ჰუდსონ-ოდოის.

ცოტა ხნის წინ, უეფამ განცხადება გაავრცელა და ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის შემდეგ კვირას ჩასატარებელი მატჩებიც გაურკევეველი დროით გადაიდო.

კომენტარები