კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. მისი თქმით, გუშინ, 15 პირს ჩაუტარდა ტესტირება, აქედან 14-მა უარყოფითი პასუხი აჩვენა, ერთმა კი დადებითი. 

ეზუგბაია ამბობს, რომ პაციენტი ბოლო სამი დადასტურებული შემთხვევის ერთერთი კონტაქტია. 

"ამ ეტაპზე, ჩვენთან დადასტურებული 29 შემთხვევაა. გუშინ ერთი გაეწერა, გუშინვე დაემატა ერთი და დღეს დაემატა ერთი. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით საშუალო სიმძიმისაა. დღეს ჩაუტარდება მას დამადასტურებელი კვლევები განმეორებით"- თქვა ეზუგბაიამ და აღნიშნა, რომ ინფექციურში 45 პაციენტია, ხოლო კარანტინიდან გადმოყვანილების ტესტის პასუხები ნეგატიურია. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდასტურდა. 

კომენტარები