მკვლელობა ხულოში

პირს, რომელმაც ხულოში ერთი ადამიანი მოკლა და ორი პოლიციელი დაჭრა, 22 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პირს, რომელმაც 2019 წლის 25 ივნისს ხულოში, სოფელ ხიხაძირში, ერთი ადამიანი მოკლა და ორი პოლიციელი დაჭრა, 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ რ.ბ განზრახ მკვლელობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და პოლიციელზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნო. 

2019 წლის 25 ივნისს რ.ბ-მ რ.გ ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში შურისძიების მიზნით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა. 

ივანე დღეს, რ.ბ-მ პოლიციელებს, რომლებიც ადგილზე მის დასაკავებლად იყვნენ მისული, ცეცხლი გაუხსნა და ორი მათგანი ფეხის არეში დაჭრა. 

რ.ბ 2019 წლის 29 ივნისს დააკავეს.  

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, 3531 მუხლის მეორე ნაწილით და 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით წარედგინა.

კომენტარები