კორონავირუსი

უკრაინაში კორონავირუსის გამო ავტობუსების, ავია და სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდება

GETTY IMAGES

უკრაინაში, მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ავტობუსების, ავია და სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდება

მეტრო სამ ქალაქში დაიხურება, მათ შორის კიევში. ასევე, სატრანსპორტო საშუალებით ათ ადამაინზე მეტის გადაყვანა აკრძალული იქნება. 

გადაწყვეტილება 2020 წლის 18 მარტს შევა ძალაში და 3 აპრილამდე იმოქმედებს. 

დღეიდან, 17 მარტიდან, მტავრობის გადაწყვეტილებით, 10 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა. დაიხურა რესტორნები, სავაჭრო ცენტრები და სხვა დაწესებულებები. 

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 7 შემთხვევაა დადასტურებული, ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში. ქვეყანაში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები