კინოთეატრი ჩინეთში

ჩინეთში კარანტინის შემდეგ პირველი კინოთეატრი გაიხსნა

variety

ჩინეთში, 16 მარტს, კარანტინის შემდეგ პირველი კინოთეატრი გაიხსნა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ დღეს 22 სეანსი იყო დაგეგმილი ჩვენებებზე არავინ მისულა. 

გამოცემის Variety ინფორმაციით, მაყურებელი არ მიიზიდა აქციამაც, რომლის მიხედვით კინოთეატრში ბავშვებთან ერთად მოსული მშობლები ფილმების უფასოდ ნახვას შეძლებდნენ. 

კინოთეატრი ურუმჩიში, ქალაქ სინძიანში კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობის შემცირების გამო გაიხსნა. 15 მარტის მონაცემებით ქალაქში დაავადების არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

კომენტარები