Netflix

Netflix-მა კინოინდუსტრიის მუშაკებისთვის 100 მილიონი დოლარი გაიღო

Netflix

უმსხვილესმა სტრიმინგ სერვისმა Netflix, ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტელევიზიისა და კინოს ინდუსტრიაში მოღვაწე უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის 100 მილიონი დოლარი გამოყო.  

"კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი მრავალი ბიზნესისთვის გამანადგურებელი აღმოჩნდა. გამონაკლისი არც შემოქმედი საზოგადოებაა. მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა სატელევიზიო შოუსა და ფილმის გადაღებები შეჩერებულია. ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა - მსახიობები, გადამღები ჯგუფი, ელექტრიკოსები, მძღოლები... ამ რთულ დროს, სანამ მთავრობა ეკონომიკური მხარდაჭერის გეგმას შეიმუშავებს, მათ ჩვენ დავეხმარებით,"-განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ტედ სარანდოსმა.

ამ ეტაპზე გამოყოფილი თანხა მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს მოხმარდება, მომავალში სარანდოსი ევროპის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის კინოინდუსტრიებისთვის დახმარებასაც გეგმავს.

21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა 285,787 პირი, აქედან 93,577 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11,847 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები