საგანგებო მდგომარეობა საქართველოში

საქართველოს პარლამენტმა ერთი თვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

ტაბულა

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ერთი თვის ვადით.

მომხრე იყო 115 დეპუტატი, წინააღმდეგი 2.

დროებით პოლიტიკური ბოიკოტი შეწყვიტა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციამაც.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის თანახელმოწერით ბრძანება უკვე გასცა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში ბრძანების გამოცემისთანავე შევიდა, თუმცა მას გასაგრძელებლად 48 საათის განმავლობაში პარლამენტის მხარდაჭერა იყო საჭირო.

საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გაგრძელდება.

რა წერია პრეზიდენტის ბრძანებაში და რა შეზღუდვებს ითვალისწინებს მის მიერ გაცემული დეკრეტი ნახეთ აქ.

კომენტარები