ბელორუსის დედაქალაქ მინსკს სასულიერო პირებმა ვერტმფრენით გადაუფრინეს და ნაკურთხი წყალი ასხურეს.
22 მარტს მღვდელმსახურებმა ჯერ ტაძარში ილოცეს და შემდეგ წყალი აკურთხეს. მიტროპოლიტ პავლეს თქმით, ნაკურთხი წყალი ქალაქს კორონავირუსისგან დაიცავს.
"ათასწლეულების განმავლობაში ადამიანები ჯვარს მიმართავდნენ, ეს არ იყო შემთხვევითი, რადგან ჯვარი ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლოა. კორონავირუსმა პანიკა გამოიწვია, ადამიანები დაიბნენ და ზოგს გონებაც დაებინა, თუმცა, ჭეშმარიტ მორმწუნეებისთვის საშიში არაფერია"- თქვა მიტროპოლიტმა.
ლოცვის დასრულების შემდეგ ერთერთმა ტაძრის წინამძღოლმა თეოდორემ მრევლს მიმართა და თქვა, რომ ღვთისმშობლის ხატი და ჯვარი ბელარუსის მიწას თავდამსხმებისგან მუდამ იცავდნენ.
ბოლო მონაცემებით, ბელორუსში კორონავრიუსის 86 შემთხვევა დასტურდება, გამოჯანმრთელდა 22 ადამიანი.