რაიან რეინოლდსი

რაიან რეინოლდსი: კრიზისის დროს ვარსკვლავები თუ დაგვეხმარებიან ამ რთული პერიოდის დაძლევაში

Looper

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, ბევრმა ცნობილმა ადამიანმა ინტერნეტის დახმარებით საზოგადოებას უსაფრთხოების წესების და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა. 

რაიან რეინოლდსი ახალ ვიდეოში ხუმრობს და ირონიულად აღნიშნავს, რომ კრიზისის დროს საზოგადოებას ვარსკვლავებისა და სელებრითების იმედი უნდა ჰქონდეს. 

"ჩემი აზრით ყველანი ვხვდებით, რომ კრიზისის დროს ვარსკვლავები თუ დაგვეხმარებიან ამ რთული პერიოდის დაძლევაში. მათ ნამდვილად უნდა მივენდოთ. რა თქმა უნდა, ექიმების, სამედიცინო პერსონალის, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების, პინგ-პონგის მოთამაშეების, მანაკენების შემდეგ ისინი ძალიან მაგრები არიან,  ასევე ბავშვობის წარმოსახვითი მეგობრებისა და სხვა 400 ტიპის ადამიანების შემდეგ.

დარჩით სახლში, დაიცავით სოციალური დისტანცია, დაიბანეთ ხელები - ამ ყველაფერს ერთად გავუმკლავდებით." თქვა მსახიობმა ვიდეოში. 

კომენტარები