კორონავირუსი

COVID-19-ით, სულ მცირე, 23 იტალიელი ექიმი გარდაიცვალა

NYT

იტალიაში კორონავირუსით, სულ მცირე, 23 ექიმი გარდაიცვალა. ინფორმაციას იტალიის ექიმთა ფედერაცია ავრცელებს. 

"სამწუხაროდ, იმ ექიმების რაოდენობა, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიას ემსხვერპლნენ, იზრდება. მაშინ, როცა დაავადებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა იმატებს, ბევრი ექიმი მოულოდნელად იღუპება, ისე, რომ შესაძლოა, მათი გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსთან პირდაპირ არ იყოს დაკავშირებული", - წერია ფედერაციის მიერ გავცელებულ განცხადებაში.  

23 გარდაცვლილი ექიმიდან 19 ლომბარდიის რეგიონიდან იყო. 

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით იტალიაში ჯამში 4 824 მედიკოსი დაინფიცირდა.

იტალიაში კორონავირუსის 63 927 შემთხვევაა გამოვლენილი - ყველაზე მეტი ჩინეთის შემდეგ. ქვეყანაში COVID-19-ით 6 077 ადამიანი გარდაიცვალა, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა 7 432 პირი.

კომენტარები