ტოკიოს ოლიმპიური თამაშები

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გადაიდო

skysports.com

იაპონიის პრემიერმინისტრის, შინცო აბეს თქმით, მან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დირექტორთან შეთანხმებას მიაღწია და ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დაახლოებით ერთი წლით გადაიდება.

"2021 წლის ზაფხული არის ყველაზე ბოლო დრო, როდესაც ოლიმპიური თამაშები ჩატარდება", - თქვა იაპონიის პრემიერმინისტრმა.

მარტის დასაწყისში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამბობდა, რომ ოლიმპიური თამაშები დათქმულ დროს, 24 ივლიდან 9 აგვისტომდე გაიმართებოდა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ იმ შემთხვევაში თუ ოლიმპიური თამაშები 2020 წელს ჩატარდებოდა, კანადა და ავსტრალია სპორტსმენებს ტოკიოში არ გაგზავნიდნენ.

ოლიმპიადა, რომელიც 1896 წლიდან ტარდება, მხოლოდ ომის დროს ჩაიშალა - 1940 წელს, როცა თამაშები ასევე ტოკიოში უნდა ჩატარებულიყო, იაპონია-ჩინეთის ომის გამო არ შედგა. ასევე, ჩაშლის საფრთხე იყო 2016 წელს ბრაზილიაში, ზიკას ვირუსის დროს გამო.

კომენტარები