მიშელ ობამა: ეს პროცესი გვაჩვენებს, რომ ჩვენ ბევრად მეტი რამე გვაქვს, ვიდრე გვჭირდება

ელენ დეჯენერესი, რომლის შოუც მარტის ბოლომდე დაიხურა, სახლიდან ცნობილ ადამიანებს მობილური ტელეფონით ესაუბრება და ვიდეოებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებს.

ამჯერად, ცნობილი წამყვანი ამერიკის ყოფილ პირველ ლედის, მიშელ ობამას ესაუბრა.

ობამას თქით, ის და მისი ოჯახი სახლში არიან და ერთმანეთთან "ნამდვილი საუბრები" აქვთ.

"ვცდილობთ, რომ ჩვენი დღეები ავაწყოთ. ყველანი სახლში არიან, გოგოები კოლეჯიდან დაბრუნდნენ, რადგან ონლაინ გაკვეთილები აქვთ. არ ვიცი სად არის ბარაკი, ის მობილური ტელეფონით კონფერენციაზე იყო ჩართული.

ვცდილობთ, არ დავარღვითო ჩვენი რუტინა. თუმცა, ასევე ვუყურებთ ნეტფლიქსს და ვისვენებთ", - თქვა მიშელ ობამამ.

მისივე თქმით, მიუხედავად რთული დროებისა, საჭიროა გვახსოვდნენ ის ადამიანები, რომლებსაც დახმარება ჭირდებათ ან მომავალში დაჭირდებათ ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

"პოზიტიური მხრიდან რომ შევხედოთ, ჩვენ იძულებულები ვართ ვისხდეთ სახლებში ერთად, გვქონდეს ნამდვილი საუბრები, დავსვათ რეალური კითხვები და ვისწავლოთ, როგორ ვიყოთ დაკავებულები კომპიუტერებისა და ტელევიზორების გარეშე.

ეს პროცესი გვახსენებს, რომ ჩვენ უბრალოდ არ გვჭირდება ბევრი ნივთი, რაც გვაქვს. როდესაც ცუდი დრო დგას, ერთმანეთი გვყავს, ჯანმრთელობა გვაქვს... ბევრაც ცოტა რაღაცებით შეიძლება ცხოვრება და ვფიქრობ, რომ ეს ის მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომელიც მინდა ჩემმა შვილებმა გაიგონ. იყავით მადლიერები იმით, რაც გაქვთ და გქონდეთ მზადყოფნა მისი გაიარების, როდესაც ამის დროს მოვა", - თქვა მიშელ ობამამ.

კომენტარები