კორონავირუსი იტალიაში

იტალიაში გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი 23 მარტთან შედარებით გაიზარდა

0 კომენტარი
ფოტო: ABC

იტალიაში გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა - 24 მარტს ქვეყანაში ინფიცირების ახალი 5 249 შემთხვევა, ხოლო გარდაცვალების 743 შემთხვევა დადასტურდა.

შედარებისთვის, 23 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების ახალი 4,790 და გარდაცვალების 601 შემთხვევა იყო დადასტურებული.

24 მარტის მონაცემებით, იტალიაში მთლიანობაში 69 176 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 6 820 და გამოჯანმრთელებულია 8 326 ადამიანი.

იტალია 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. 21 მარტიდან, ლომბარდიაში, იტალიის კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში, ჩაკეტვის ზომების გატარების უზრუნველყოფაში სამხედროებიც ჩაერთვნენ. იტალიაში კორონავირუსით სიკვდილიანობა 8%-ია. ეს გაცილებით მაღალი მონაცემია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა - 63 წელი. დაღუპულთა 75%-ზე მეტს მაღალი წნევა ჰქონდა, დაახლოებით 35%-ს - დიაბეტი, 1/3-ს კი, გულის დაავადება აწუხებდა.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა მხოლოდ 0.8%-ს არ ჰქონდა რამე დაავადება. 48.5%-ს სამი ან მეტი დაავადება სჭირდა, 25.6%-ს - ორი, ხოლო 25.1%-ს - ერთი მაინც. 

აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგად, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 18%-ის მონაცემები შეისწავლეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები