კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: პაციენტი #5 გამოჯანმრთელდა, საავადმყოფო მე-10 პაციენტმა დატოვა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი #5 უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო 24 მარტს დატოვა. ის რიგით მე-10 გამოჯანმრთელებულია. 

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 73 შემთხვევაა, მათგან აქტიური 63-ია. საქართველოში არცერთი ინფიცირებული არ გარდაცვლილა. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კარანტინში 4 055 ადამიანია მოთავსებული. ამასთან, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული. 

კომენტარები