ლარის კურსი

$40 მილიონის გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან 0.82 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, მას შემდეგ, რაც უწყებამ სავალუტო რეზერვებიდან 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, ლარი დოლართან მაინც გაუფასურდა, ხოლო ევროსთან გამყარდა.

დოლართან ლარი 0.82 თეთრით გაუფასურდა და ევროსთან 0.66 თეთრით გამყარდა.

ამგვარად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 3.4576 ლარი გახდა, ერთი ევროსი კი - 3.7370 ლარი.

18 მარტიდან მოყოლებული ლარი დოლართან მიმართებით დაახლოებით 20%-ით გაუფასურდა, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ვალუტის შემთხვევაში.

ეროვნულმა ბანკმა 24 მარტს გამოაცხადა, რომ ლარის გაუფასურების შესამცირებლად უცხოური ვალუტის რეზერვებიდან 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდდა. იქამდე კორონავირუსის კრიზისის ფონზე ეროვნულმა ბანკმა ჯამში უკვე გაყიდა 60 მილიონი დოლარი.

კომენტარები