რუსეთი

2020 წელს რუსეთის ეკონომიკა რეცესიის ფაზაში შევა, მშპ შესაძლოა 3%-ით შემცირდეს

telegraph.co.uk

ახალი კორონავირუსის პანდემიისა და ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე სულ უფრო მცირდება მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. რუსული ბიზნეს გამოცემა RBC-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტების აზრით, 2020 წელს რუსეთის მშპ-მ შესაძლოა 0,8%-იდან 3%-მდე დაკარგოს.

მთავრობის ოფიციალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1,9%-ია, თუმცა პროგნოზი მოძველებულია, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო განახლებულ პროგნოზს 9 აპრილს გამოაქვეყნებს. 

რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის და ახლანდელი სტატისტიკის სამსახურის უფროსის, ალექსეი კუდრინის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ნავთობის ფასი 35 დოლარი იქნება, რუსეთის ეკონომიკური ზრდა 0-ს გაუტოლდება.

პროცესების შედეგად, რუსეთის მშპ შესაძლოა 2,8%-ით შემცირდეს. ეკონომიკური პროგნოზი მას შემდეგ გაუარესდა, რაც ვლადიმერ პუტინმა აპრილის პირველი კვირა უქმედ გამოაცხადა. როგორც ცნობილია, საახალწლო არდაგაგების ეკონომიკური ღირებულება ერთ დღეზე 180 მილიარდი რუბლია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით პუტინის მიერ უქმედ გამოცხადებული დღეების განმავლობაში რუსეთის ეკონომიკა 900 მილიარდ რუბლს დაკარგავს, რაც მშპ-ს 0,8%-ია.

ვითარებას კიდევ უფრო აუარესებს, ის, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო თითქმის მთელ რუსეთში ყველანაირი ტიპის აქტივობა აკრძალულია, დახურულია სავაჭრო ცენტრები, კაფე-რესტორნები, ამის შედეგადად ზარალი შესაძლოა 1,6 ტრილიონ რუბლამდე, ანუ მშპ-ს 1,5%-მდე გაიზარდოს. 

რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წინა კვირებში რამდენიმე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომაც შეამცირა, მათ შორის IIF, Moody's, და Fitch-მა.

კომენტარები