ცნობილი ადამიანები

დემი ლოვატო, ბიბერები და სხვა ვარსკვლავები კარანტინის დროს ადამიანებს დაეხმარებიან

MTV.com

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, გასაჭირში მყოფი ადამიანების დასახმარებლად ვარსკვლავები გაერთიანდნენ და ინტერნეტ 'ჩელენჯი' - #DoYourPartChallenge, მოაწყეს. პირობების მიხედვით ერთმა მონაწილემ, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ადამიანების დახმარებაში კიდევ რამდენიმე სელებრითი უნდა გამოიწვიოს. 

ამჯერად წამოწყებაში დემი ლოვატო, რომელიც ოლივია ო' ბრაიანმა გამოიწვია, ჩაერთო და ინსტაგრამზე ვიდეო გაავრცელა. 

"მსოფლიოს წინაშე ჩემს ვალდებულებას ვასრულებ. არ გინდათ, შემომიერთდეთ? გასაჭირში მყოფ ოჯახებს საჭმელს გავუგზავნი, რომ მათ ეს რთული დრო გავუმარტივო. კომენტარებში მიუთითეთ თვენ რა დახმარებას გაუწევთ ადამიანებს" დააწერა ლოვატომ ვიდეოს. მომღერალმა ჯასტინ და ჰეილი ბიბერები, არიანა გრანდე და სკუტერ ბრაუნი გამოიწვია. 

კომენტარები