Coda წერილი

CODA წერილი: ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და პანდემია

პანდემიის პირობებში ყოველი სწორი ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება, იყოს. ამიტომ გადავწყვიტეთ, Coda-ს ქართულენოვანი წერილი დროებით აღვადგინოთ. რეგულარულად მოგაწოდებთ ინფორმაციას ყველაზე სანდო, ოფიციალური წყაროებიდან ვირუსზე, რომელიც მსოფლიოს ყოველდღიურად ცვლის. 

Coda-ს ქართულენოვანი წერილი შეგიძლიათ გამოიწეროთ ამ ბმულზე. 

ავტორი: სოფიკო ვასაძე  

ბოლო მონაცემები. და რაც მნიშვნელოვანია: 

  • საქართველოში 81 ინფიცირებულია, მსოფლიოში 500.000-ზე მეტი, ვირუსი ყველაზე სწრაფად იზრდება პანდემიის ახალ ეპიცენტრში, ამერიკის შეერთებულ შტატებში 
  • ჩინეთში ეპიდემიის მეორე ტალღას ელოდებიან. “ჩინეთი კვლავ რისკის წინაშე შეიძლება, დადგეს, რადგან დაავადების სხვა ქვეყნებიდან შემოტანილმა ციფრმა უკვე გარკვეულ მწვერვალს მიაღწია”, - განაცხადა, ზენგ გუანმა, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის მთავარმა ეპიდემიოლოგმა. ჩინეთში კორონავირუსის ყოველი ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, ამიტომ შაბათს ჩინეთი აკრძალავს უცხოელთა უმეტესობისთვის ქვეყანაში შესვლას. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ჩინეთის ვიზებს ან ბინადრობის ნებართვას ფლობენ, მათაც დროებით აეკრძალებათ ქვეყანაში შესვლა, ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრისა და საიმიგრაციო ეროვნული ორგანოს განცხადებაში. მთავრობა ასევე შეაჩერებს უვიზო მიმოსვლის ყველა პროგრამას. დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის ახალი წესები დადგინდება.  
  • ჰარვარდის გლობალური ჯანმრთელობის დირექტორის ეშიშ ჯამის თქმით, კორონავირუსის პანდემია 12-დან 18-მდე თვემდე გასტანს.  
  • ინდოეთში 170 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ერთ ღამეში. 115 ადამიანი გარდაიცვალა ლონდონში. ვენესუელამ, პირველი გარდაცვლილი დაადასტურა. ამერიკამ ჩინეთს გაუსწრო COVID19-ით დაავადებულთა რიცხვით. საზღვრები ჩაკეტა უკრაინამაც. 
  • ბრიტანეთის მთავრობა, ფინანსურ დახმარებას სთავაზობს თვითდასაქმებულებს, რომლებიც ვირუსით დაინფიცირდნენ. ახალი სქემის თანახმად, ეს ადამიანები ბოლო სამი წლის მანძილზე, შემოსავლის საშუალო რაოდენობის 80%-ს მიიღებენ.  
  • 3.3 მილიონმა ამერიკელი უმუშევრობის დახმარებას სთხოვს ხელისუფლებას.  უმეტესობა მიიღებს სახელმწიფოსგან დახმარებას, 600 დოლარს კვირაში. მთავრობამ  ეკონომიკის დასახმარებლად რეკორდული 2 ტრილიონი ამერიკული დოლარი გამოყო. ტრილიონიანი პაკეტი განკუთვნილია ყველასთვის, მცირე ბიზნესით დაწყებული, უმუშევართა დამთავრებული. თუმცა როგორც ამერიკის დამოუკიდებელი ბიზნეს ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. 
  • ტრამპის ადმინისტრაცია ასევე ემზადება ახალი რეკომენდაციების სახელმძღვანელოს გამოსაცემად, რომელიც გეოგრაფიულ რისკ ფაქტორებზე იქნება დამყარებული. ტრამპის წერილში ნათქვამია, რომ ტესტირების ახალი სისტემა ასევე მოგვცემს შესაძლებლობას, განვსაზღვროთ “მაღალო, საშუალო და დაბალი რისკის” ქვეყნები. ახალი სახელმძღვანელო დახმარება გუბერნატორებსა და სხვა სახელმწიფოების მმართველებს გადაწყვიტონ "შეინარჩუნონ, გაზარდონ თუ შეამსუბუქონ სოციალური დისტანცირება და მათ მიერ დაწესებული სხვა სანქციები", - ნათქვამია ტრამპის ხუთშაბათის წერილში.

ადამიანების ჯანმრთელობასთან ერთად, თავისუფლებაც საფრთხის წინაშეა? 

COVID19-ის პანდემიამ, ლიგიტიმურად აიძულა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები, მიიღონ უპრეცედენტოდ მკვეთრი ზომები, საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად. კითხვა, თუ როგორ დავიცვათ დემოკრატია საგანგებო სიტუაციის პირობებში, საქართველოსთვისაც ძალიან აქტუალურია.   

"პირველ რიგში, კარგად უნდა გვესმოდეს, რა შეიძლება, ემუქრებოდეს ადამიანთა უფლებებს საგანგებო სიტუაციის პირობებში," - თქვა ენდრიუ სტროლჰეინმა, Human Rights Watch-ის ევროპის მედიის დირექტორმა Coda-თან ინტერვიუში. “მაგრამ რა თქმა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჯანმრთელობა ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური უფლებაა.” 

“ჩვენ ორი ტიპის ქვეყნებს ვხედავთ. ქვეყნებს, სადაც მთავრობა სხვა უფლებებს დროებით ავიწროებს იმისთვის, რომ მოქალაქეთა ჯანმრთელობა დაიცვას. და ქვეყნებს სადაც, მთავრობა ამ სიტუაციას იყენებს იმისთვის, რომ ძალაუფლება გაამყაროს. 

ამ ქვეყნებიდან ევროპაში ყველაზე აღსანიშნავია უნგრეთი, სადაც ვიქტორ ორბანი აპირებს, საკუთარ თავს უპრცედენტო ძალაუფლება მისცეს. 

უნგრელი დეპუტატები განიხილავენ ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვით: 

  • მთავრობა შეძლებს, განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივოს საგანგებო მდგომარეობა
  • კრძალავს შუალედურ არჩევნებსა და რეფერენდუმებს, ასევე გაზრდის ჯარიმებს კარანტინის დარღვევისთვის და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. 
  • ამჟამად საგანგებო სიტუაციების დროს გამოცემულ განკარგულებებს პარლამენტის თანხმობა სჭირდება, რომ ძალაში 15 დღის შემდეგ შევიდეს. 
  • სტროლჰეინის თქმით, ძალაუფლების ავად გამოყენების ყველაზე მკაფიო მანიშნებელია შეზღუდვები მედიაზე. 
  • დამოუკიდებელი, ტრადიციული მედიაც საფრთხის ქვეშაა უნგრეთში. მას შემდეგ, რაც უნგრეთში ჯანდაცვის სისტემაზე სიუჟეტი გაშუქდა, ბევრი შიშობს, რომ კანონმდებლობა მედიისთვის იქნება სახიფათო. 
  • თურქეთში, სერბეთში, მონტენეგროსა და უნგრეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში 80-მდე ადამიანი დააკავეს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. 

უნგრეთის გარდა: 

  • სომხეთმა, საგანგებო მდგომარეობის დროს, ჟურნალისტებს კორონავირუსის გაშუქებაზე შეზღუდვები დაუწესა. მედიას მხოლოდ იმ ინფორმაციის გავრცელების უფლება აქვს, რაც მთავრობიდან ან სხვა ქვეყნების ოფიციალური წყაროებიდან მოდის. ჟურნალისტიკის გარდა, მთავრობა და პოლიცია სოციალურ მედიაში პოსტებსაც აკონტროლებს. მიზეზად ხალხის დაპანიკების თავიდან აცილებას ასახელებს. 
  • მონტენეგროში მთავრობამ ყველა იმ ადამიანის სია გამოაქვეყნა საჯაროდ, რომლებიც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ. მათი თქმით, სამართალდამცავები ვერ გააკონტროლებენ ყველას სათითაოდ და რადგან ვინც იზოლაციას არღვევს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, პირადი მონაცემების გასაჯაროება მისაღებია. 
  • ჩინეთი და ირანი იყვნენ პირველი ქვეყნები, სადაც მთავრობამ მასობრივი თვალთვალი გამოიყენა კორონავირუსის კრიზისთან ბრძოლაში. მას მოჰყვა ისრაელი სადაც პრემიერ მინისტრმა, ბინიამინ ნითანიაჰუმ, უფლება მისცა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს, იმ ადამიანებისთვის ეთვალთვალათ მობილური ტელეფონებით, რომლებსაც კორონავირუსთან დაინფიცირებულ ადამიანებთან ჰქონდათ შეხება. 
  • ესტაფეტა შემდეგ სერბეთს გადაეცა, თუმცა ქვეყანაში თვალთვალის მასშტაბის დადგენა შეუძლებელია. იქ ერთადერთი ვინც ეს გააჟღერა პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩია. “ჩვენ გვაინტერესებს ქვეყანაში გადაადგილდებიან, თუ, არა იტალიური ნომრები, რომელთაც აქვთ როუმინგი. და კი, გადაადგილდებიან”, - თქვა მან და დაამატა, რომ პოლიცია ინტერესდება იმ ადგილებით, სადაც უცხოეთიდან შემოსული ადამიანები იყრიან თავს. 
  • ალბანეთის პრემიერ მინისტრმა ედ რამამ, რომელიც თავად ხშირად აკრიტიკებს მედიას, სოციალურ მედიაში გააზიარა ვიდეო, რომელშიც თითქოს ესპანეთში პოლიცია ძალისხმიერად შლის ქუჩიდან მომიტინგეებს და კომენდანტის საათისკენ მოუწოდებს. მოგვიანებით პრემიერ მინისტრს ბოდიშის მოხდა მოუწია, რადგან აღმოჩნდა, რომ ვიდეო ალჟირშია გადაღებული.  
  • აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამბობს, რომ რადგან არ ვიცით ეს დაავადება რას იზამს, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს. ასეთ შემთხვევაში, ოპოზიციის იზოლირება იქნება ”ისტორიული აუცილებლობა,” რადგან ისინი აზერბაიჯანის მტრები არიან.

 რას ვკითხულობ: 

გასულ შაბათს გრძელი სატელეფონო ზარი შედგა იტალიის პრემიერ მინისტრ ჯუზეპე კონტესა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის. პუტინმა პირობა დადო, რომ დაეხმარება იტალიას კორონავირუსთან ბრძოლაში. კვირა საღამოს 9 რუსული თვითმფრინავი დაეშვა სამხედრო აეროპორტში, სამედიცინო აღჭურვილობით და ექიმებით. 

La Stampa-ს, ჟურნალისტი ჯაკოპო იაკობინის წყაროების ცნობით, აღმოჩნდა, რომ ექიმები, რომლებიც იტალიაში ჩავიდნენ, სინამდვილეში არ არიან ექიმები და ისინი არიან ბაქტერიულოგიური ომების სპეციალისტები, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისიტროში ფიქსირდებიან.  

როგორც გამოცემა წერს, პუტინმა კორონავირუსით და იტალიით შესაძლებლობა დაინახა. იტალიის მთავრობამ La Stampa-ს უპასუხა, რომ არ აპირებენ, გამოაქვეყნონ იმ აღჭურვილობის სია, რომელიც რუსეთმა გამოაგზავნა. გამოცემამ გამოაქვეყნა სახელები იმ ადამიანების, რომლებიც რუსეთმა იტალიაში გაგზავნა: 

  • სერგეი ქიქოტი (გენერალი),  
  • ვიაჩესლავ კულიში (პოლკოვნიკი, სამხედრო ვირუსოლოგი) 

  • გენადი ერემაინი (სამხედრო ექსპერტი. ბაქტერიოლოგი) 

ამასთან, ერთად კიდევ 100 სპეციალისტი ახლა ბერგამოშია, და არავინ იცის, რას აკეთებს - წერს გამოცემა. 

რუსეთის შესაძლებლობების გამოყენებაზე დაწერა გამოცემა Spiegel-მაც. 

“მაშინ, როცა ქვეყნებში საკუთარ ნაჭუჭებში ჩაიკეტნენ, რუსეთმა და ჩინეთმა ხელსაყრელი დრო იპოვა.” 

როგორც Speigel-ში ვკითხულობთ, კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოსკოვს ბევრად უფრო სიღრმისეული ინტერესები აქვს კორონავირუსთან მიმართებაში, ვიდრე პანდემიის დაძლევა. ის იუმჯობესებს იმ გაფუჭებულ იმიჯს, რომელიც 2014 წლის სანქციების შედეგად შეელახა. სანქციები ევროკავშირმა დაუწესა ყირიმის ანექსიის შედეგად. თუმცა დიმიტრი პესკოვი, პუტინის სპიკერი, ამას უარყოფს და ამბობს, რომ რუსეთი ამას მხოლოდ იტალიისთვის აკეთებს და მას სხვა არაფრის მოლოდინი არ აქვს, ვკითხულობთ გერმანულ გამოცემაში.  

რუსეთში უკვე 900-მდე დაინფიცირებულია. პუტინმა განაცხადა, რომ მთავრობა შესაბამის ზომებს იღებს. გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ბიზნესის წარმომადგენელი მას უხსნის, თუ რას აკეთებს არასოწორად. 

კომენტარები