პირველი არხი საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე საკვირაო წირვების ტრანსლირებას იწყებს

სამება
wikipedia.org

საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილებით, 29 მარტიდან საგანგებო ვითარების დასრულებამდე, ყოველ კვირა დღეს, 10:00 საათიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მაყურებელი შეძლებს სამების საკათედრო ტაძრიდან საკვირაო წირვების პირდაპირ ტრანსლაციებს სახლიდან ადევნოს თვალი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, ღვთისმსახურებები არ შეაჩერა და ზიარების წესი არ შეცვალა. ეკლესიამ მრევლს მხოლოდ ღვთისმსახურებაზე დისტანციის დაცვის რეკომენდაცია მისცა.

სინოდის გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვარგარეთის ეკლესიები ემორჩილებიან უცხოური ქვეყნების გადაწყვეტილებებს და საჯარო ღვთისმსახურებებს არ აღასრულებენ.

კომენტარები