კორონავირუსი

დონალდ ტრამპმა ეკონომიკის სტიმულირების $2.2 ტრილიონიან პაკეტს ხელი მოაწერა

27 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებისა და ეკონომიკის სტიმულირების 2.2 ტრილიონიან პაკეტს ხელი მოაწერა.

ტრამპმა განაცხადა, რომ სტიმულირების პაკეტი ქვეყნის ოჯახებს, დასაქმებულებს და ბიზნესებს სასწრაფო საჭირო დახმარებას გაუწევდა - "მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ მალე ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით, ვიდრე ოდესმე".

2.2 ტრილიონი დოლარიდან 500 მილიარდი დაზარალებულ ინდუსტრიებს მოხმარდება, 290 მილიარდი დოლარით მილიონობით ოჯახს 3000 დოლარამდე გადაუხდიან, 350 მილიარდი დოლარი მცირე ბიზნესის სესხების სახით გამოიყო, 250 მილიარდი უმუშევრობის შესამსუბუქებლად და სულ მცირე 100 მილიარდი საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის სისტემისთვის.

27 მარტს სეტანმა ერთხმად დაუჭირა მხარი სტიმულირების პაკეტს. სტიმულირების პაკეტის მოცულობა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია, შედარებისთვის 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს საკრიზისო პაკეტის მოცულობამ 700 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

პროგრამის ფარგლებში ამერიკელები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 99 ათასს დოლარს არ აღემატება ერთჯერადად 1,200 დოლარს მიიღებენ. არასრულწლოვნებზე დამატებით 500 დოლარია გათვალისწინებული. პროგრამის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებული მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურის მხარდაჭერა, ასევე, ამერიკის უმსხვილესი დამსაქმებლების სტიმულირება, რათა არ მოხდეს მომუშავე პერსონალის შემცირება. 

28 მარტის ამჟამინდელი მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორორავირუსით დაინფიცირების 104 256 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1 704 პაციენტი.

კომენტარები