ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად Google $800 მილიონს გაიღებს

Google

ახალი კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად, Google -  800 მილიონ დოლარს გაიღებს. კომპანიის მიერ გამოყოფილი რესურსები მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე, ჯანდაცვის სისტემის შესაბამის აღჭურვასა და სწორი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობაზე დაიხარჯება. 

როგორც ცნობილია, კომპანიის მიერ გამოყოფილი თანხების უდიდესი ნაწილს სარეკლამო გრანტებს შეადგენს. გამოყოფილი 800 მილიონი დოლარიდან, 250 მილიონი დოლარი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სხვადასხვა სახელმწიფოების ჯანდაცვის სისტემებისთვის პანდემიას ბრძოლისთვის აუცილებელი, სწორი ინფორმაციის გავრცელებაზე დაიხარჯება.

კიდევ 340 მილიონი დოლარი, იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის არის განკუთვნილი, რომელთა ანგარიშების ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიური იყო და რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ Covid-19-ის პანდემიის გამო. 

ამრიგად, Google იმ ტექნოლოგიურ კომპანიებს შეურთდა, რომელთა უკვე გამოთქვეს სურვილი თავიანთი წვლილი შეიტანონ პანდემიის შესაჩერებლად. წინა დღეებში ცნობილი გახდა, რომ კომპანია Apple აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს 10 მილიონ რესპირატორულ ნიღაბს მიაწოდებს. 

 

კომენტარები