კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: 5 ახალი ინფიცირებული იმ პაციენტის კონტაქტია, ვისაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტი იმ ადამიანთანაა დაკავშირებული, ვისაც ვირუსი 27 მარტს დაუდასტუდა. 

გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე მას არ შეუძლია, დამატებით დეტალებზე ისაუბროს. NCDC-ის ხელმძღვანელის განმარტებით, 5-ვე მათგანს გუშინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტების გამოკვლევისას გავიდნენ. 

"ჩამოყალიბდა კიდევ ერთი კლასტერი, ანუ კიდევ ერთი ჯგუფი შემთხვევებისა, რომლებიც ერთმანეთთან არიან კავშირში,"- თქვა გამყრელიძემ ტვ პირველის ეთერში. 

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 90 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 16 უკვე გამოჯანმრთელდა. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 534 ადამიანი. ამასთან, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები სრულად მკაცრ საკარანტინო რეჟიმში არიან. 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

კომენტარები