კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: COVID-19-ით ინფიცირებული 16 პაციენტი გვყავს, 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია

საქართველოს მთავრობა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 16 პაციენტი ჰყავთ, მათგან ორის მდგომარეობა კი კრიტიკულია. 

"პაციენტების მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მძიმეა. ორის მდგომარეობა კრიტიკულია. ერთ-ერთი მათგანი 72 წლის ქალია, რომელიც მარნეულიდან გადმოიყვანეს", - თქვა რატიანმა ფორმულასთან ინტერვიუში. 

ლევან რატიანის ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი ახალშობილი ჰყავთ, რომლებიც მარნეულიდან გადმოიყვანეს. 

"საბედნიეროდ, არცერთი არ არის კორონავირუსით ინფიცირებული. მათი მდგომარეობა სტაბილურია. იმედია, გამოჯანმრთელებული ჩაბარდებიან ოჯახებს მოკლე პარიოდში", - თქვა რატიანმა. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 16 პირი გამოჯანმრთელდა.

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამასთან, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები სრულად მკაცრ საკარანტინო რეჟიმშია.

კომენტარები