ტომ ჰენქსი და რიტა უილსონი

ტომ ჰენქსი და რიტა უილსონი ლოს-ანჯელესში დაბრუნდნენ

CNN

მსახიობები ტომ ჰენკსი და რიტა უილსონი ლოს-ანჯელესში დაბრუნდნენ. წყვილი ავსტრალიაში, კარანტინში იმყოფებოდა, მას შემდეგ რაც ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.

ცოლ-ქმარი ლოს-ანჯელესის ქუჩებში მანქანით გადაადგილებისას დააფიქსირეს. ცოტა ხნის წინ ოსკაროსანმა მსახიობმა Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა.

"სალამი მეგობრებო. როგორც მთელი ამერიკა ჩვენც სახლში ვიმყოფებით, ვიცავთ სოციალური დისტანცირების წესებს. უღრმესი მადლობა იმ ადამიანებს ვინც ავსტრალიაში დახმარება გაგვიწია. მათმა ზრუნვამ და დარიგებამ აშშ-ში ჩვენი დაბრუნება შესაძლებელი გახადა. მადლობა ყველას ვინც მოგვიკითხა და ჯანმრთელობა გვისურვა. მე და რიტა ვაფასებთ ყველაფერს."

ჰენქსი და უილსონი პირველი ვარსკვლავები იყვნენ რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდათ. მათ ორი კვირის განმავლობაში ავსტრალიაში მკურნალობდნენ. ექიმების განცხადებით წყვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

კომენტარები