კორონავირუსი

31 მარტიდან ე.წ კომენდატის საათი ცხადდება - 21:00-დან 06:00-მდე ქუჩაში გასვლა იკრძალება

CNN

კორონავირუსის გამო, 31 მარტიდან ე.წ კომენდატის საათი ცხადდება - 21:00-დან 06:00-მდე ქუჩაში გასვლა იკრძალება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

31 მარტიდან ასევე ჩერდება ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო. იკრძალება სამ ადამიანზე მეტის შეკრება. 70 წელს გადაცილებულ ადამიანს ეკრძალება სახლის დატოვება.

გადაადგილება მოქალაქეებს მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით შეეძლებათ, იმ შემთხვევაში, თუ მანქანაში არ იქნება სამ ადამიანზე მეტი.

კომენტარები