კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევები 103-მდე გაიზარდა

რადიო თავისუფლება

საქართველოში 30 მარტის საღამოს ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა 3-ით მოიმატა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 103 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 20 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. 

136-ით გაიზარდა კარანტინში მყოფი ადამიანების რაოდენობაც. ჯამში ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში 5 114 ადამიანია. 

30 მარტს ქვეყანაში ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა და 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათი დაწესდა

ამ დრომდე, 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა და კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო. 

კომენტარები