საგანგებო მდგომარეობა

ჩიქოვანი: მთავრობის ცხელი ხაზის, 144-ის მუშაობა გაუმჯობესდება

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრის მრჩევლის და სპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის, 144-ის მუშაობა გაუმჯობესდება. მისი თქმით, 30 მარტს ნომერზე ზარების დიდი რაოდენობა შემოვიდა, რის გამოც მოქალაქეებს ლოდინი მოუხდათ.

"როგორც იცით, ამოქმედდა საქართველოს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი - 144. გუშინდელი დღიდან ანუ გამოცხადებიდანვე ზარების ძალიან დიდი ოდენობა შემოვიდა, რომლის შედეგადაც ჩვენს თანამოქალაქეებს მოუწიათ რამდენჯერმე დარეკვა ან შეყოვნება, ამასთან დაკავშირებით ამ უხერხულობისთვის ვუხდით ბოდიშს. თუმცა, ამ ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და ინფორმირებულობა ასევე იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენს თანამოქალაქეებს ამ ხაზის მეშვეობით ექნებათ საშუალება მიიღონ სრული ინფორმაცია იმ შეზღუდვებთან დაკავშირებით და სრულად იყვნენ ინფორმირებულები იმ საკითხებზე, რა შეზღუდვებიც არის ამოქმედებული", - თქვა ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ტრენინგზე.

საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო კარანტინი, 31 მარტის 21:00 საათიდან 00:06 საათამდე კი კომენდანტის საათიც ამოქმედდება.

31 მარტის 12:30 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი.

კომენტარები