კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ინფიცირების ბოლო შემთხვევებიდან 2-ში მიმდინარეობს კვლევა წყაროს დასადგენად

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, დღეს, 31 მარტს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 2 შემთხვევაში ინფიცირების წყაროს დასადგენად კვლევა მიმდინარეობს.

"ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამ ბოლო შემთხვევებიდან საინტერესოა ორი შემთხვევა. დანარჩენი ყველა არის უკვე ცნობილი შემთხვევების კონტაქტებს შორის აღმოჩენილი. ორ შემთხვევაში მიმდინარეობს ეპიდკვლევა იმისათვის, რომ დადგინდეს მათი ინფიცირების შესაძლო წყაროები", - თქვა იმნაძემ. 

იმნაძის თქმით, ბოლო ინფიცირებულების მდგომარეობა ამ დროისთვის "შეშფოთების საფუძველს არ იძლევა." 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 110 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 21 ადამიანი გამოჯანმრტელდა. 

კარანტინში 4995 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში კი 278. 

გუშინ, 30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 00:06 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები