იმნაძე: თუ დამტკიცდა, რომ Covid-ის წინააღმდეგ ბცჟ-ის აცრა მუშაობს, სხვებზე დაცულები ვართ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

პაატა იმნაძე ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ტუბერკულოზის ვაქცინის ეფექტურობის დადგენის შესახებ ინფორმაციას აფასებს.

მისი თქმით, ეს ჯერ დაუდასტურებული ჰიპოთეზაა, მაგრამ თუ დამტკიცდა, ჩვენ სხვებზე დაცულები ვიქნებით.

" ჰიპოტეზაა, რომ წითელა/წითურა/ყბაყურას ვაქცინის, განსაკუთრებით წითურას კომპონენტს დამცველობითი ეფექტი აქვს და ადვილად გადაიტანენ ადამიანები, თუ აცრილები არიან.  ასევე, ბცჟ-ზეც იგივე გამოქვეყნდა, რომ კორონავირუსი დაემართებათ, მაგრამ უფრო ადვილად გადაიტანენ.

ეს ორი ჰიპოთეზა არ არის მეცნიერულად გამყარებული.

თუ მართალი აღმოჩნდება, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგია განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის მოცვა წითელა/წითურა/ყბაყურას ვაქცინით. ჩვენს ქვეყანაში ბცჟ-თი აცრილი პრაქტიკულად ყველაა და ეს არ არის ახალი თაობა, ეს არის ძველი თაობაც. იმიტომ რომ ბცჟ ძალიან ფართოდ გამოიყენებოდა ჩვენს ქვეყანაში. ამრიგად, თუ ეს ჰიპოთეზები მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით ვიდრე სხვები არიან სხვა ქვეყნებში", - თქვა იმნაძემ.

კორონავირუსის წინააღმდეგ ტუბერკულიოზის ვაქცინის bacillus Calmette-Guerin-ის (კალმეტ-გერენის ბაცილა, BCG, ბცჟ) მოქმედების კვლევა ავსტრალიაში დაიწყო.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინის მოქმედების შესწავლა კორონავირუსთან მიმართებით და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ ითანამშრომლონ მელბურნის ინსტიტუტის კვლევასთან. კვლევის ხელმძღვანელი, ნაიჯელ კურტისი ამბობს, რომ ვაქცინა იმუნურ სისტემას არაერთი ინფექციური დაავადების წინააღმდეგ აძლიერებს, მათ შორის ვირუსების და ბაქტერიების. აფრიკაში ტუბერკულოზზე აცრილ ბავშვებზე ჩატარებულ კვლევებში ჩანს, რომ ვაქცინა მათ სხვა ინფექციებისგანაც იცავს და მათ იმუნურ სისტემას, კერძოდ კი ლეიკოციტებს აძლიერებს, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრილ მიკროორგანიზმებს ანტისხეულების ჩართვამდე ებრძვიან.

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები