კომუნალური გადასახადები

მთავრობა მოსახლეობის ნაწილს კომუნალურ გადასახადებს 3 თვით დაუფინანსებს

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მომდევნო სამი თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ კომუნალური გადასახადები ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

"მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს 3 თვის განმავლობაში მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს."

მისი თქმით, ამაში შევა როგორც წყლის, ისევე დასუფთავების გადასახადიც.

გიორგი გახარიამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა ისიც, რომ ეკონომიკის "პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით" ორი მილიარდი ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან.

გარდა ამისა, პრემიერმა თქვა ისიც, რომ კორონავირუსთან ბრძოლისთვის ბიუჯეტში 351 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.

კომენტარები