შონ პენი

შონ პენი ლოს-ანჯელესში კორონავირუსზე ტესტირების პუნქტებს გახსნის

Business Insider

ოსკაროსანი მსახიობი, შონ პენი ლოს-ანჯელესში ახალ კორონავირუსზე ტესტირების პუნქტებს გახსნის. 

მსახიობი საკუთარი არაკომერციული ორგანიზაციის Community Organized Relief Effort(Core) სახელით, ლოს-ანჯელესის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და ქალაქში პორტაბელური ლაბორატორიების დამონტაჟება შესთავაზა. ინფორმაციას მერის მოადგილე, ჯეფ გორელი ავრცელებს.

"მადლობა შონ პენის და Core-ის მოხალისეებს. ერთობლივი ძალებით აღმოსავლეთ ლოს-ანჯელესში კორონავირუსის ტესტირების პუნქტების გახსნას ვგეგმავთ," - წერს ჯეფ გორელი.

2 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 228,747 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან, გამოჯანმრთელდა 10,280, ხოლო გარდაიცვალა 5,373 ადამიანი. 

კომენტარები