კობი ბრაიანტი

ვანესა ბრაიანტმა კობი ბრაიანტის ახალი წიგნი გამოსცა

Getty Images

ვანესა ბრაიანტმა კობი ბრაიანტის ახალი წიგნი ""The Wizenard Series: Season One" გამოსცა.

ლეგენდარულ კალათბურთელს, რომელიც იანვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა, სურდა მოზარდებისთვის ფენტეზის ჟანრის წიგნების სერია გამოეცა და გასულ წელს პირველი ნაწილი დაბეჭდა კიდეც.

კობი ბრაიანტი წიგნების შესაქმნელად მწერალ უისლი კინგთან მუშაობდა. წიგნებში ღარიბ საკალათბურთო გუნდზეა მოთხრობილი, რომელსაც სახსრები არაფრისთვის ყოფნის, თუმცა საბოლოოდ მათი მხსნელი მათივე მწვრთნელი - პროფესორი ვიზენარდი გახდება.

"სპორტი და ფენტეზი ჩემი ორი ვნების ნაზავია. მე გაუმაძღარი მკითხველი და ჰარი პოტერის უდიდესი ფანი ვარ. ამიტომ, ეს ჩემთვის ბუნებრივი იყო", - ამბობდა კობი ბრაიანტი პირველი წიგნის დაბეჭდვისას.

2018 წელს კობი ბრაიანტს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისთვის "Dear Basketball' ოსკარი აქვს მიღებული. ფილმი ბრაიანტისვე დაწერილი პოემის მიხედვით არის გაკეთებული.

კომენტარები