კორონავირუსი და ეკლესია

დეკანოზი შალვა: უკან მიმაქვს ჩემი ნათქვამი კომენდანტის საათის დროს ლიტურგიაზე დასწრებაზე

პალიტრანიუსი

დეკანოზი შალვა კეკელიას "უკან მიაქვს" მისივე ნათქვამი, რომ აღდგომის ღამეს მრევლი ტაძარში 21:00 საათამდე მივა და 6:00 საათის შემდეგ წავა:

"მე პირადად ძალიან სწრაფად მომიწია განცხადების გაკეთება. ჩემი მრევლი სულ მეკითხებოდა, როგორ მოქცეულიყვნენ და ის იდეა მომივიდა, რომელიც გავაჟღერე ჩემს მრევლთან დაკავშირებით. მე უკან მიმაქვს ჩემი სიტყვა იქიდან გამომდინარე, რომ ის ყველაფერი არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან".

დეკანოზმა მისი ნათქვამი უკან მას შემდეგ წაიღო, რაც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მას ნაჩქრევი უწოდა და თქვა, რომ ეს საპატრიარქოს პოზიცია არ იყო.

ამასთან, დეკანოზი შალვა კეკელია დღესაც რჩება იმ აზრზე, რომ "არ შეიძლება, მარტო მღვდელი დარჩეს საკურთხელეველში, სკაიპით უყუროს მრევლმა და ადამიანები არ აზიარონ".

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში საგანგებლო მდგომარეობა მოქმედებს, 21:00-დან 6:00 საათამდე დაწესებულია კომენდანტის საათი. საპატრიარქოს, რომელიც რეკომენდაციებს და წესებს არ იცავს და მრევლს კვლავ ერთი კოვზიდან აზიარებს, ჯერ არ უთქვამს, როგორ აპირებს სააღდგომო ღამის ლიტუგიის ჩატარებას.

 

კომენტარები