OPEC

ტრამპი OPEC-ზე: არ მადარდებს, რუსეთის ეკონომიკის დიდი ნაწილი ნავთობზეა დამოკიდებული

REUTERS

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს 5 აპრილს ყოველდღიურ ბრიფინზე ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციაზე ჰკითხეს. ტრამპმა თქვა, რომ OPEC მას არ ადარდებს, განსხვავებით რუსეთისგან, რომლის ეკონომიკის დიდი ნაწილი სწორედ ნავთობზე მოდის, რაც ახლა უიაფესია:

"რაც უნდა ის გააკეთოს. მე OPEC-ის წინააღმდეგი ვიყავი მთელი ჩემი ცხოვრება იმიტომ, რომ რა არის ეს? ეს არის არალეგალური [ორგანიზაცია], შეგიძლიათ უწოდოთ კარტელი, მონოპოლია და სხვა სახელები. ის ძალიან უხეშად დაეცა. ამიტომ მე ნამდვილად არ მადარდებს OPEC".

საუდის არაბეთი და რუსეთი, როგორც ტრამპმა განაცხადა, თავიანთ თავებს გაანადგურებენ, თუ წარმოებას არ შეამცირებენ და ფასზე ომს არ დაასრულებენ.

"რუსეთის ეკონომიკური კეთილდღეობის დიდ ნაწილი ნავთობიდან მოდის, ახლა ნავთობი რეკორდულ მინიმუმზეა, არავის უნახავს ასეთი რამ. [ნავთობი] უფრო დაბალ ნიშნულზეა, ვიდრე თქვენ გგონიათ," - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში საუბრისას.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საუდის არაბეთი ფიქრობს, რომ შეთანხმება შედგება - "10 მლნ ბარელით შემცირება ან უფრო მეტით. ვნახოთ რა იქნება".

ტრამპმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა რომ ის OPEC-ის წინააღმდეგი წლების განავლობაში იყო, რადგან მას აშშ-ს მიმართ უსამართლოდ მიიჩნევს. 

აშშ-ის პრეზიდენტს სჯერა აშშ-ის ენერგიის ბიზნესის და თუ ტარიფების დაწესება მოუწევს გარედან იმპორტირებულ ნავთობზე იმისთვის, რომ ენერგიის სექტორში მომუშავე ათობით ათასი პირი დაიცვას, ასეც მოიქცევა.

3 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა მზაობა, რუსეთმა  ნავთობის მოპოვება შეამციროს. საუბარია, ჯამურად დღეში დაახლოებით 10 მილიონ ბარელზე. 

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, 6 მარტს რუსეთი ნავთობის მოპოვების შემცირების წინააღმდეგ წავიდა, რის გამო OPEC-ის შეთანხმება ჩაიშალა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე შემცირებული მოთხოვნის გამო, საუდის არაბეთი მოპოვების კიდევ უფრო შემცირების ინიციატივით OPEC-ის სხდომაზე გამოვიდა. წინადადების წინააღმდეგ წავიდა რუსეთი, რასაც ძველი შეთანხმების ჩამოშლა მოყვა. 

ამრიგად, რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის 2016 წელს დადებული ხელშეკრულებამ მოქმედება პირველ აპრილს შეწყვიტა, რის შემდეგაც ნავთობის ფასმა ბოლო ათწლეულების ანტირეკორდი გაიმეორა. 

30 მარტიდან მოყოლებული რუსეთში წარმოებული საექსპორტო ნავთობის ფასი უარყოფითი იყო - მწარმოებლებს ნავთობის მოპოვება და ტრანსპორტირება უფრო ძვირი უჯდებოდათ, ვიდრე გასაყიდი ფასია. 

2 აპრილს რუსული ნავთობის ფასი 10,5 დოლარამდე დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნავთობის ასეთ ფასზე რუსეთის ბიუჯეტი ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს. 

უფრო მეტი ნავთობის ბაზარზე მიმდინარე მოვლენების შესახებ გაიგეთ აქ.

კომენტარები