ბიუჯეტი

თბილისის მერია 29 მილიონ ლარად, ლურჯი ფერის 300 მიკროავტობუსს ყიდულობს

თბილისის მიკროავტობუსი

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ახალი მიკროავტობუსების შესაძენად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა თბილისის მერია ლურჯი ფერის 300 მიკროავტობუსს შეიძენს. 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 29 მილიონი ლარია, რაც ერთ მიკროავტობუსზე გადათვლით, დაახლოებით 97 ათას ლარს შეადგენს. ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, იცვლება მიკროავტობუსების ფერი და ახალი სატრანსპორტო საშუალებები ლურჯი ფერის უნდა იყოს. 

მოთხოვნების მიხედვით, ერთ მიკროავტობუსს 17 ან მეტი მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს. წინადადების მიღება 9 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს დასრულდება. 

კომენტარები