რუსული დეზინფორმაცია

ბრიტანეთის მთავრობა ბორის ჯონსონთან დაკავშირებით რუსულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის ოფიციალური სპიკერი გამოეხმაურა რუსული სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს პრემიერმინიტრ ჯონსონს მართვითი სუნთქვის აპარატი ესაჭიროებოდა.

ეს ცნობა სააგენტო რია-ნოვოსტიმ გაავრცელა, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ეყრდნობოდნენ "მაღალჩინოსნებთან დაახლოებულ წყაროს".

"ეს დეზინფორმაციაა. ჩვენმა სპეციალურმა სამთავრობო უწყებებმა შენიშნეს მზარდი მცდარი და შეცდომაში შემყვანი ნარატივები კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ. უმნიშვნელოვანესია, რომ ნებისმიერ დეზინფორმაციას მალევე გავუმკლავდეთ," - განაცხადა ბორის ჯონსონის სპიკერმა.

მისი თქმით, პრემიერმინისტრმა საავადმყოფოში "კომფორტული ღამე" გაატარა, მას შემდეგ, რაც 5 აპრილის საღამოს ჯონსონი იქ პრევენციული მიზნით გადაიყვანეს.

თავად ჯონსონი სოციალურ ქსელებში განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ კორონავირუსის სიმპტომების მიუხედავად, თავს მხნედ გრძნობს და მუშაობას აგრძელებს.

 

კომენტარები