კორონავირუსი ამერიკაში

ამერიკაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 10 000-ს გადასცდა

washingtonpost.com

ამერიკაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 10 000-ს გადასცდა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 6 აპრილის მდგომარეობით, ამერიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 347,003 შემთხვევა დასტურდება. აქედან, 18,953 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10,335 - გარდაიცვალა.

ყველაზე მეტი გარდაცვალების ფაქტი ნიუ-იორკში ფიქსირდება - 3,048 შემთხვევა.

6 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1,309,439 შემთხვევა არის დადასტურებული. აქედან, 27,638 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 273,546 - გამოჯანმრთელდა.

კომენტარები