2020 წელს გარდაცვლილები

"ბონდის გოგონა", მსახიობი ონორ ბლექმენი გარდაიცვალა

Evening Standard

94 წლის ასაკში, ბუნებრივი მიზეზებით, ინგლისელი მსახიობი ონორ ბლექმენი გარდაიცვალა. ინფრომაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ:

"მწუხარებით ვიუწყებით, რომ 94 წლის ასაკში, ონორ ბლექმენი გარდაიცვალა. მან უკანასკნელი წუთები სიმშვიდეში, ოჯახის გარემოცვაში, სუსექსის ქალაქ ლიუისში გაატარა. სიკვდილი ბუნებრივმა მიზეზებმა გამოიწვია. ონორს ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი დარჩა,"-წერია ოჯახის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც გაზეთში The Guardian გამოქვეყნდა.

ბლექმენმა სამოცწლიანი კარიერის განმავლობაში ორმოცდაათზე მეტ ფილმსა და სერიალში ითამაშა. 1964 წელს გამოსულ Goldfinger-ში მან "ბონდის გოგონას" როლი შეასრულა. 

კომენტარები