კორონავირუსი საქართველოში

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაგრძელდება

საქართველოს მთავრობა

პრესსამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს. 

მათივე ცნობით, გადაწყვეტილების მიზანი ხალხმრავლობის აცილებაა. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს მუშაობაში ყველა შესაბამისი უწყება, საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიირებს მონაწილეობას. სხდომის დასრულების შემდეგ კი საბჭოს წევრები საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავენ. 

მანამდე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომები მთავრობის ადმინისტრაციაში იმართებოდა.

კომენტარები