კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 48

STR/AFP via Getty Images

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულია 48 ადამიანი. 

მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. 

ქვეყანაში კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 3 ადამიანი. 

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები