სტრიმინგ სერვისი Amazon ეთერში მონოსპექტაკლის Fleabag გაშვებას გეგმავს.
მონოსპექტაკლი Fleabag პირველად 2013 წელს დაიდგა. მოგვიანებით, პიესის მიხედვით გახმაურებული სერიალი გამოვიდა. სპექტაკლშიც და სატელევიზიო შოუშიც მთავარ როლს პიესის ავტორი ფიბი უოლერ-ბრიჯი ასრულებს. სერიალმა არაერთი პრესტიჟული სატელევიზიო ჯილდო, მათ შორის ემი და ოქროს გლობუსი მოიპოვა.
ტრანსლაცია 10 აპრილს იგეგმება. დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ავსტრალიის მოსახლეობა სპექტაკლს არხზე Soho იხილავს. ნახვის ღირებულება 5 დოლარს შეადგენს, შემოსული თანხა ახალი კორონავირუსით დაზარალებულებს მოხმარდება.